"რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ შეიძლება "ინტერ მაიამი" ჩაიბაროს, რომლის ერთ-ერთი მფლობელი დევიდ ბექჰემია, - ამის შესახებ ინფორმაცია DirecTV Sports-ის ჟურნალისტმა კარლოს სუარესმა გაავრცელა.
სოლარის უკანასკნელი სამუშაო ადგილი "რეალი" იყო, საიდანაც ამა წლის მარტში დაითხოვეს.
სოლარი და ბექჰემი ერთად "რეალში" თამაშობდნენ. "ინტერ მაიამი" ამერიკის ელიტარულ ლიგაში ასპარეზობას მომავალ სეზონში დაიწყებს.