სერბეთის ნაკრების მწვრთნელს უკრაინასთან 0:5 განადგურება არ აპატიეს

AutoSharing Option
სერბეთის ნაკრების მწვრთნელ მლადენ კრსტაიჩს უკრაინასთან 0:5 განადგურება არ აპატიეს.

ევროშესარჩევის მესამე ტურში სერბეთის ეროვნული გუნდი ლვოვში 0:5 დამარცხდა უკრაინასთან და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ლიეტუვას 4:1 სძლია, კრსტაიჩი მაინც დაითხოვეს სამუშაოდან.

მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

კრსტაიჩმა სერბეთის ნაკრები 2017 წლის ოქტომბერში, სლავოლიუბ მუსლინის გადაყენების შემდეგ ჩაიბარა.

სერბეთის ნაკრების ახალ მწვრთნელს 10 ივლისამდე დანიშნავენ.



ასევე დაგაინტერესებთ