ლუიშ ფელიპე სკოლარი: რონალდომ მკითხა, როგორი ცხოვრებაა ჩინეთში?

AutoSharing Option
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა, სადაც სპეციალური მიწვევით ლუიშ ფელიპე სკოლარი იმყოფებოდა.

ბრაზილიელი პორტუგალიელებს 2003-08 წლებში ავარჯიშებდა, 2015-17 წლებში კი სათავეში ჩინურ "გუანჯოუს" ედგა. დაჯილდოების შემდეგ მან კრიშტიანო რონალდოს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"რონალდომ მკითხა: "როგორი ცხოვრებაა ჩინეთში?" მე მას აზიური კულტურისა და ჩინეთის შესახებ ყველაფერი მოვუყევი. იქ ის ნამდვილი ბრენდია.

მას და ყველა ადამიანს ვურჩევდი, როდესაც საშუალება მოგეცემათ, აუცილებლად წახვიდეთ ჩინეთში", - აღნიშნა სკოლარიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს სეზონის ბოლოს "სამეფო კლუბი
დან" აბარგებას უწინასწარმეტყველებენ და ერთ-ერთ ვარიანტად კარიერის ჩინეთში გაგრძელება სახელდება.

აქვე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, პორტუგალიის წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი რონალდო გახდა. მან ხმების 65% მიიღო.

მეორე ადგილი 18%-ით ლისაბონის "სპორტინგის" მეკარე რუი პატრისიომ დაიკავა, მესამე პოზიციას კი "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი ბერნარდო სილვა, 17%-ით დასჯერდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული