ჩინეთში მატჩის შესვენებისას სტუმართა გუნდის ფეხბურთელები გალახეს

AutoSharing Option
ჩინეთის ჩემპიონატზე "იუნიან ლიცზიანის“ და "ჰარბინ ეტინის“ მატჩის შესვენებისას სტუმართა გუნდის გასახდელში განათება გამოირთო, რის შემდეგაც იქ სტადიონის დაცვის თანამშრომლები შევიდნენ და ფეხბურთელები ხელკეტებით ცემეს.

"იუნიან ლიცზიანის“ პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და ეს რომ სიმართლე იყოს, "ჰარბინ ეტინის“ ფეხბურთელები მეორე ტაიმში თამაშს ვერ შეძლებდნენ.

აღნიშნულ ინციდენტზე ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციამ გამოძიება დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული