რობერტო კარლოსს ალიმენტის გადაუხდელობისათვის სამთვიანი პატიმრობა ემუქრება

AutoSharing Option
ლათინოამერიკული "ეფეს" ცნობით, რიო დე ჟანეიროს იუსტიციის დეპარტამენტი მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველის, ამჟამად ბლანკოსის ელჩის აზიასა და ოკეანიაში, რობერტო კარლოსისათვის სამთვიანი პატიმრობის მისჯას ითხოვს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ყოფილ მეგობარ ქალთან, ბარბარა ტურლერთან ორი საერთო შვილი ყავს, სამი თვეა ალიმენტს არ უხდის და ეს თანხა 61 000 რეალს შეადგენს (20 ათასი დოლარი).

რობერტო კარლოსმა სასამართლოზე თავი იმით იმართლა, რომ ამჟამად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია.

ამას წინათ მას მეცხრე შვილი, მარიანა შეეძინა, რომლის დედა ფეხბურთელის ამჟამინდელი მეუღლე მარიანა ლუკონი
გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ სპორტსმენს დიდ პატივს ვცემ, ეს ტუ მარტალია, არ ყოფილა კაცი
lasha19
14:02 24-08-2017
1

სიახლეები პოპულარული