პსჟ მბაპეს შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს და ახალ მეგაშეთავაზებას უმზადებს

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, პსჟ გუნდის ფორვარდ კილიან მბაპეს ახალ შეთავაზებას უმზადებს. როგორც იცით, 25 წლის ფორვარდს პარიზელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მოსალოდნელია, რომ ის მადრიდის "რეალს" მიაშურებს.

პსჟ მზადაა, გუნდის თავდამსხმელს ახალი 2-წლიანი შრომითი ხელშეკრულება შესთავაზოს და ამ დროის განმავლობაში 136 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპეს დედასა და ამავდროულად აგენტ ფაიზა ლამარის "რეალთან" კონფლიქტი აქვს, რის გამოც შესაძლოა, ტრანსფერი დაიბლოკოს.
ასევე დაგაინტერესებთ