მბაპეს "რეალში" ტრანსფერი შესაძლოა, ფეხბურთელის დედის გამო ჩაიშალოს

AutoSharing Option
Marca წერს, რომ კილიან მბაპეს "რეალში" ტრანსფერი შეიძლება ჩაიშალოს და ამის მიზეზი ფეხბურთელის დედა და ამავდროულად აგენტი ფაიზა ლამარია.

გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ის ფორვარდის მშობელს "სამეფო გუნდთან" დაძაბული ურთიერთობა აქვს და რაიმე დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რის გამოც შესაძლოა, გარიგება არ შედგეს.

მოგეხსენებათ, მბაპე ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალში" სათამაშოდ მე-10 ნომერი უკვე შეარჩია.
ასევე დაგაინტერესებთ