მბაპეს მოპოვებული პენალტი ისევ გააცუდეს - პსჟ დამარცხდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში პსჟ გასვლაზე 1:3 დამარცხდა „ნანტთან“.

მასპინძლები პირველ ტაიმში 3:0 დაწინაურდნენ. „პარი სენ ჟერმენმა“ პირველი ტაიმი სამბურთიანი სხვაობით ქვეყნის პირველობაზე 2010 წლის მერე პირველად წააგო.

შესვენების შემდეგ ნეიმარმა მესის პასით ერთი საპასუხო გოლი გაიტანა, 58-ე წუთზე კი მან მბაპეს მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ მბაპეს მონადირებული თერთმეტმეტრიანი მესიმ გააცუდა.

ლეომ კარიერაში საკლუბო დონეზე მე-800 მატჩი ჩაატარა - ლა ლიგის 15 შეხვედრაში მან 1 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

პსჟ ჩემპიონატზე ოქტომბრის
დასაწყისის შემდეგ პირველად დამარცხდა, შეწყდა მისი 15-მატჩიანი წაუგებელი სერია (10 მოგება და 5 ფრე), 59 ქულით ლიდერია და 27 თებერვალს „სენტ-ეტიენს“ უმასპინძლებს.

ნანტი. „ბოჟუარი“. 33 946 მაყურებელი
ნანტი - პსჟ 3:1
გოლები: 1:0 კოლო მუანი (4), 2:0 მერლინი (16), 3:0 ბლასი (45+6, პენ), 3:1 ნეიმარი (47)
გამოუყენებელი პენალტი: ნეიმარი (59)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეიმარს, პენალტის დარტყმის ცუდი მანერა აქვს, გამოიქცევა, მერე შენელებული ნაბიჯებით ურტყავს და ამასობაში ბურთსაც ნელა აგზავნის მეკარისკენ.
es ise...
13:26 20-02-2022
0

სიახლეები პოპულარული