პსჟ კილიან მბაპეს 150 მილიონად იყიდის

AutoSharing Option
"პარიზიენი" სიხარულით იუწყება, რომ პსჟ "მონაკოს" 18 წლის ყოჩაღ ფორვარდს კილიან მბაპეს 150 მილიონ ევროდ შეიძენს. თან, იმისათვის, რათა უეფას ფინანსური ფეირ-პლეი არ დაარღვიოს, "პარი სენ ჟერმენი" ერთ ფეხბურთელს დაუთმობს.

თუ რომელს, არ კონკრეტდება. ცნობისათვის, პსჟ სერჟ ორეს, ჰატემ ბენ არფას, გჟეგოჟ კრიხოვიაკის, ლუკას მოურას, ანხელ დი მარიას, იულიან დრაქსლერის და გონსალო გედეშის გასხვისებას აპირებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული