"ტულუზის" მწვრთნელი: აზრზე არ ვარ, ნეიმარი როგორ უნდა გავაჩერო

AutoSharing Option
"ტულუზას" მთავარმა მწვრთნელმა პასკალ დიუპრამ, "პარი სენ-ჟერმენთან" საფრანგეთის ჩემპიონატის III ტურის მატჩის წინ, რომელიც 20 აგვისტოს ჩატარდება, მეტოქე გუნდის თავდამსხმელ ნეიმარზე ისაუბრა.

"ნეიმარი - ეს არის ბედნიერება, საჩუქარი, რომელიც ლიგა 1-ს ზეციდან მოევლინა, თუმა აზრზე არ ვარ, როგორ უნდა შევაჩეროთ ის. მასთან დაკავშირებით არც არანაირი გეგმა მაქვს", - აქვეყნებს დიუპრას ნათქვამს Le Figaro.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფორვარდი პსჟ-ში "ბარსელონადან" ამ ზაფხულს გადავიდა. სადებიუტო მატჩში ნეიმარმა პსჟ-ს "გენგამთან" 3:0 მოაგებინა, თავად კი გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული