დანი ალვეშის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" მცველის დანი ალვეშის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. როგორც L'Équipe იუწყება, ბრაზიელი ფეხბურთელის დეიდა შტატ ბაიაში (ბრაზილი), მდინარეში დაიხრჩო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია 34 წლის ფეხბურთელის ოჯახმა და პოლიციამ დაადასტურა.

ამ დრომდე უცნობია, ითამაშებს თუ არა ალვეში ლიგა 1-ის მესამე ტურის მატჩში "ტულუზასთან", რომელიც პარიზში 20 აგვისტოს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ალვეში პსჟ-ში ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით, "იუვენტუსიდან" წასვლის შემდეგ გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული