2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთსა და უზბეკეთში? - ინიციატივა უკვე გაჟღერდა

AutoSharing Option
Championat Asia- ცნობით, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ადილეტ ბარმენკულოვს 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა თავის სამშობლოსა და უზბეკეთში სურს.

მან ყირგიზეთში ცენტრალური აზიის თურქულენოვანი ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების ოფიციალური პირების სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც ეს ინიციატივა წამოაყენა.

მან აღნიშნა, რომ ამ 2 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციებს შორის საკმაოდ მეგობრული ურთიერთობაა, რაც კლუბებისა თუ ნაკრებების ამხანაგრი შეხვედრებითაც დასტურდება.

სამიტს ასევე ესწრებოდა უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი რავშან ირმატოვი.

შეიტანენ თუ არა ყაზახეთი და უზბეკეთი განაცხადს ოფიციალურად 2034 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე, ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
საქართველო აზერბაიჯანი იქნებოდა ძაან მაგარი!ან თურქეთი საქართველო
შახრუდინი
04:43 23-07-2023
1
2346 წლისა მაინტერესებს მაგრად... ;)
ვვვ
21:36 22-07-2023
1

სიახლეები პოპულარული