უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

"შენს დას ვამჯობინებ" - მატერაციმ თქვა, რა უთხრა ზიდანს მანამდე, სანამ ფრანგი თავს დაარტყავდა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა მცველმა მარკო მატერაციმ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის სკანდალური ეპიზოდი გაიხსენა.

როგორც იცით, მატჩის დამატებით დროში ზინედინ ზიდანმა "სკუადრა აძურას" უკანახაზელს მკერდში თავი დაარტყა, რის შემდეგაც ის გააძევეს - მატერაცი იხსენებს:

"მან შემომთავაზა, რომ მატჩის შემდეგ მაისურს მომცემდა, მე კი ვუპასუხე, რომ მისი და უფრო მერჩივნა. ვერ წარმოვიდგენდი, ამას თუ გააკეთებდა, გიჟური საქციელია", - თქვა მატერაციმ.