ანდრეი კანჩელსკისი: ყურს გვიწევენ სულ უფრო მწარედ და მწარედ, ჩვენ კი გავყვირით, რომ საუკეთესოები ვართ

AutoSharing Option
"მანჩესტერისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ანდრეი კანჩელსკისი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ორი მატჩის მოგების შემდეგ თანამემამულეებს მოუწოდებდა, ეიფორიაში არ ჩავარდნილიყვნენ, რადგან სუსტ გუნდებს სძლიეს. მან ურუგვაისთან ნამატჩევს (0:3) გააკეთა კომენტარი.

"ჩვენ დავბრუნდით იქ, სადაც ვიყავით - რეალურ ცხოვრებაში. თქვენ ზეიმი დაიწყეთ საბავშვო ბაღის გუნდის, საუდის არაბეთის დამარცხების მერე. საუდის არაბეთზე უკეთ რუსეთის პირველი დივიზიონის გუნდიც კი ითამაშებდა. მოვუგეთ საშუალო დონის ეგვიპტეს, რომლის ლიდერს, მოჰამედ სალაჰს ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ ჰქონდა და ისევ ეიფორია დაიწყო. ძალიან ჩამოვრჩით. ჩვენს ფეხბურთში 80% დილეტანტები
არიან, რომლებიც ზღაპრებს გიყვებიან.

ურუგვაისთან წაგება ცივი შხაპია? ნებისმიერ შემთხვევაში, ბიჭებმა იბრძოლეს, მაგრამ ასეთია ჩვენი დონე. ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს. პროფესიონალებს არავინ არ უსმენს, სამწუხაროდ.

ეტყობა, მწვრთნელები კმაყოფილები არიან იმით, რომ ვამარცხებთ საბავშვო ბაღს და საშუალო დონის ეგვიპტეს. ღმერთმა გაუმარჯოთ. ჩვენ კი ვიძახით, რომ სულ უკეთესები და უკეთესები ვხდებით. როდესაც ხელისუფლებაში მოდის არასაფეხბურთო ხალხი, მოჰყავთ ისეთი სპეციალისტები, როგორიც მეკარე ჩერჩესოვია და ყურს გვიწევენ. უკვე 20 წელია გვიწევენ, სულ უფრო მწარედ და მწარედ, ჩვენ კი გავყვირით, რომ საუკეთესოები ვართ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთ ერთი ძალიან კარგი ფეხბურთელი რუსეთის ბოლო პერიოდში...და ძალიან რეალური მოაზროვნე ფეხბურთის მიმართ...წარმომიდგენია ჩვენთან როგორი დილეტანტები იქნებიან რუსეთში თუ ეს პრობლემა დგას...
ედუარდ ზარანდია
09:00 28-06-2018
0

სიახლეები პოპულარული