ფიფამ მუნდიალის პლეი-ოფში მეოთხე ცვლილება დაამტკიცა

AutoSharing Option
ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩების დამატებით დროში მეოთხე ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო.

2016 წელს ფიფამ, რომელიც ცვლის ფეხბურთის წესებს, ზოგიერთი ტურნირის დამატებით დროში გუნდებს მეოთხე ცვლილების უფლება დართო.

შარშან კონფედერაციათა თასზე ეროვნული ნაკრებების დონეზე პირველად იქნა განხორციელებული მეოთხე ცვლილება - პორტუგალიისა და ჩილეს ეროვნული გუნდების შეხვედრის 116-ე წუთზე ანდრე გომეშის ნაცვლად მოედანზე ჟელსონ მარტინში შევიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული