მუნდიალი 2018. სამპაოლის ნულოვანი დებიუტი და ბრაზილიის ზედიზედ მე-8 მოგება [VIDEO]

AutoSharing Option
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურ მატჩში ხორხე სამპაოლის დებიუტი შედგა. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ურუგვაისთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში, სამპაოლის გუნდმა, ივნისში გამართული ამხანაგური შეხვედრების მსგავსად, გოლი კვლავ არ გაუშვა, მაგრამ ამჯერად ვერც თავად გაიტანა.

არგენტინელებს ვერც ნაკრებში მაურო იკარდის დაბრუნებამ უშველა. 24 წლის თავდამსხმელს ეროვნული გუნდის მაისურით სულ 2-ჯერ უთამაშია, ორივეჯერ ურუგვაისთან და მისმა გუნდმა ვერცერთხელ მოიგო.

შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 3 ტურით ადრე არგენტინა მე-5 ადგილზეა, რაც სამპაოლის გუნდს პლეი-ოფში მოხვედრის საშუალებას აძლევს. თუმცა, არგენტინელები მხოლოდ 2 ქულით
უსწრებენ პერუსა და პარაგვაის, ხოლო სამით - ეკვადორს. სწორედ ეკვადორს სტუმრობს "ალბისელესტე" ბოლო ტურში და იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ოთხ გასვლით შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა აიღეს, არგენტინელები იოლ გასეირნებას არც ამ მატჩში უნდა ელოდნენ.

არგენტინაზე ერთი ქულით, მაგრამ 2 საფეხურით წინაა ურუგვაი, რაც იმის დასტურია, რომ სამხრეთ ამერიკაში ბევრი რამ ჯერ კიდევ გასარკვევია. შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, მე-2 და მე-8 ადგილებს შორის სხვაობა მხოლოდ 5 ქულაა.

გარკვეული მხოლოდ ისაა, რომ ბოლივია და ვენესუელა რუსეთში მოსახვედრად ვერ იბრძოლებენ, ბრაზილია კი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს აუცილებლად ეწვევა. ტიტეს გუნდმა ზედიზედ მე-8 თამაში მოიგო, ამჯერად ეკვადორთან, ანგარიშით 2:0. გოლები "ბარსელონას" ახალწვეულმა პაულინიომ და პოტენციურმა ახალწვეულმა ფილიპე კოუტინიომ გაიტანეს.

ურუგვაი-არგენტინა 0:0
ურუგვაი
: მუსლერა, კასერესი, ხიმენესი, გოდინი, სილვა, ნანდესი, გონსალესი (კორუხო 67), ვეჩინო, როდრიგესი, სუარესი (სტუანი 83), კავანი
არგენტინა: რომერო, მერკადო, ფასიო, ოტამენდი, აკუნია (აკოსტა 60), ბილია, პისარო, დი მარია (კორეა 90+1), მესი, იკარდი, დიბალა (პასტორე 71)


ბრაზილია-ეკვადორი 2:0
ბრაზილია
: ალისონი, ალვეში, მარკინიოსი, მირანდა, მარსელო, პაულინიო, კაზემირო, აუგუსტო, ვილიანი, გაბრიელ ჟეზუსი, ნეიმარი
გოლები: 1:0 პაულინიო 69, 2:0 კოუტინიო 76



ჩილე-პარაგვაი 0:3
გოლები
: 0:1 ვიდალი 24 (ს.კ.), 0:2 კასერესი 55, 0:3 ორტისი 90+2


პერუ-ბოლივია 2:1
გოლები
: 1:0 ფლორესი 55, 2:0 კუევა 59, 2:1 ალვარესი 72

ვენესუელა-კოლუმბია 0:0



1. ბრაზილია 15 11 3 1 37:10 36
2. კოლუმბია 15 7 4 4 18:15 25
3. ურუგვაი 15 7 3 5 26:17 24
4. ჩილე 15 7 2 6 24:22 23
5. არგენტინა 15 6 5 4 15:14 23
6. პერუ 15 6 3 6 24:24 21
7. პარაგვაი 15 6 3 6 16:21 21
8. ეკვადორი 15 6 2 7 23:22 20
9. ბოლივია 15 3 1 11 13:34 10
10. ვენესუელა 15 1 4 10 17:34 7


შემდეგი ტური
6 სექტემბერი

00:00 - ბოლივია-ჩილე
00:30 - კოლუმბია-ბრაზილია
01:00 - ეკვადორი-პერუ
03:30 - არგენტინა-ვენესუელა
04:00 - პარაგვაი-ურუგვაი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული