2026 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის 2 პრეტენდენტი იბრძოლებს

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე დედლაინამდე მხოლოდ ორი განაცხადი შევიდა. ცხრა წლის შემდეგ გასამართი ტურნირის ორგანიზებაზე პრეტენზიას აცხადებენ მაროკო, აგრეთვე აშშ, კანადა და მექსიკა, რომლებმაც ერთობლივი განაცხადი შეიტანეს.

ახლა, პრეტენდენტებმა 2018 წლის მარტამდე ოფიციალურად უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი პრეტენზია და წარადგინონ საბოლოო განაცხადი ჩემპიონატის მასპინძლობაზე.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი პირველი იქნება ისტორიაში, რომლის ფინალურ ეტაპზე 48 გუნდი ითამაშებს.

2026 წლის მუნდიალის მასპინძელ ქვეყანას 2018 წლის ივნისში, მოსკოვში, მოსკოვში, ფიფას კონგრესზე აირჩევენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული