სპალეტი: ნაკრებში მგლები მჭირდება და არა PlayStation-ის მოთამაშეები

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განმარტა, თუ რატომ აუკრძალა ფეხბურთელებს PlayStation-ის თამაში:

"არ მაწყობს, როდესაც ზოგიერთს ღამე არ სძინავს და შემდეგ ცუდად თამაშობს. ვისაც დროის დაკარგვა უნდა, ჩვენთან ერთად არ მოდის.

ნაკრებში ანთებული თვალებით და გულით უნდა გამოცხადდე. ფეხბურთელები მგლების ხროვას უნდა ჰგავდნენ, რომლებიც ერთად მიდიან, რათა უკან არავინ ჩამორჩეს.

იტალიელები მაგარ ნაკრებს ითხოვენ, პასუხისმგებლიანს, მკაცრს და თამამს. ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის და არა Call of Duty-ს მოსაგებად მოდიან".

ასევე დაგაინტერესებთ