"უნდა მოკვდე" - აჩერბიმ ამ შეძახილის გამო "რომას" ფანებს პასუხი გასცა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში "ინტერმა" გასვლაზე "რომა" 4:2 დაამარცხა და მატჩის მიმდინარეობისას უსიამოვნო ინციდენტიც მოხდა.

"მგლების" ფანები "ნერაძურის" ამჟამინდელი და "ლაციოს" ყოფილი მცველის მიმართ სკანდირებდნენ: "უნდა მოკვდე".

36 წლის უკანახაზელმა, რომელმაც აღნიშნულ დაპირისპირებაში ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა, "რომას" გულშემატკივრებს პასუხი გასცა და შუათითი აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში აჩერბიმ კიბოს დამარცხება შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰოდა, ბანძები არიან რომას გულშემატკივრები. რაც გუნდია, ის ფანები ჰყავს.
კოლა
19:25 12-02-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული