"ვუთხარი, გუნდიდან დაახვიე-მეთქი! - ლაურენტისმა გაიხსენა, როგორ დაითხოვა გარსია და რა მოხდა "ნაპოლის" გასახდელში მწვრთნელის გათავისუფლებამდე

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გაიხსენა, როგორ დაითხოვა გუნდიდან ყოფილი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია.

"რატომ დავითხოვე გარსია?  - იმიტომ, რომ მისი ბოლო მატჩის წინ მე მას ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა.

მან კი მითხრა, უბრალოდ მაცადე გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც საჭიროაო. როცა ადამიანი ამას გეუბნება, ან უნდა გაჩუმდე, ან  უთხრა, რომ დაახვიოს.

"ემპოლისთან" პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მე გასახდელში ჩავედი და ვუთხარი, რა ჯან
დაბას აკეთებ, შენ რა, მართლა გინდა, რომ დაგითხოვო-მეთქი? თამაშის დასრულების მერე მართლა ასე მოხდა და მე მას ვუთხარი, რომ გუნდიდან დაეხვია", - ციტირებს დე ლაურენტისს TMW.
ასევე დაგაინტერესებთ