ერთი წელია არ გაუტანია - "ნაპოლიმ" ფეხბურთელი ინათხოვრა

AutoSharing Option
23 წლის კოტდივუარელი ნახევარმცველი ჰამედ ტრაორე "ბორნმუთიდან" "ნაპოლიში" გადავიდა.

ნეაპოლურმა კლუბმა ტრაორე იჯარის წესით აიყვანა და ზაფხულში მისი 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.

ის "ბორნმუთში" 2023 წლის დასაწყისში "სასუოლოდან" გადაბარგდა და მას შემდეგ პრემიერლიგაში ჩატარებულ 10 მატჩში საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

ასევე დაგაინტერესებთ