ოსიმენი "ჩელსიში" გადასვლას არ გამორიცხავს

AutoSharing Option
ბრიტანული "ტელეგრაფის" მტკიცებით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "ჩელსის" მთავარი სამიზნე "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი იქნება.

გამოცემის ცნობით, ოსიმენი ლონდონურ გუნდში გადასვლის  წინააღმდეგი არ იქნება, "ნაპოლი"  ნიგერიელში 100 მილიონ ფუნტზე მეტს მოითხოვს, რაც მხარეებს შორის  შეთანხმების მიღწევას გაართულებს.

"ჩელსი" ოსიმენთან კავშირს მისი ყოფილი თანაგუნდელის კალიდუ კულიბალის მეშვეობით ამყარებს, რომელიც ინგლისური კლუბიდან "ალ ჰილალში" გადავიდა, მაგრამ ყოფილ კლუბთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ოსიმენმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დარწმუნებული ვარ ვინც ამ კომენტარებს წერს პრემიერ ლიგაზე საერთოდ არ უყურებენ პრემიერ ლიგას.
გუჯი
20:44 27-11-2023
2
იხ.: https://1tv.ge/news/kafum-premierliga-daadanashaula-imashi-rom-brazilias-msoflio-chempionatis-mogeba-ar-sheudzlia-1tvsport/
ლაშა
15:56 27-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული