პიოტრ ზელინსკის დიაგნოზი არასწორი გამოდგა

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩეხეთთან მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო. ეროვნული გუნდის საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას სტენოკარდია აქვს და სამკურნალოდ ნეაპოლში დაბრუნდა.

თუმცა პოლონელი ექიმების დიაგნოზი არასწორი გამოდგა - ზელინსკის ტონზილიტის (ნუშურა ჯირკვლის ანთება) დაავადება აქვს. მას ჯერ ვარჯიში არ დაუწყია და დიდი ალბათობით, 25 ნოემბერს "ნაპოლის" სტუმრად "ატალანტასთან" ვერ დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული