დე ლაურენტისი რომში ტუდორს შეხვდა

AutoSharing Option
ოფიციალურად "ნაპოლის" ჯერ კიდევ მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია საფრანგეთში გაემგზავრა, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი რომში მის შესაძლო მემკვიდრეს, იგორ ტუდორს შეხვდა.

SKY Sport-ის ცნობით, მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია ხორვატი სპეციალისტის აგენტს. ის მათ იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ მხარეებმა კონტრაქტის გაფორმების თაობაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.

45 წლის ტუდორი ბოლოს "მარსელს" ედგა სათავეში, რომელიც ამა წლის 1-ელ ივნისს დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ