სპალეტის იტალიის ნაკრები შეუძლია ჩაიბაროს, მაგრამ პრობლემა აქვს

AutoSharing Option
13 აგვისტოს იტალიის ნაკრები მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ დატოვა, რომელსაც საუდის არაბეთის ეროვნული გუნდის ჩაბარება და წლიურ გასამრჯელოდ 18 მილიონი ევრო შესთავაზეს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მანჩინის შემცვლელის ძებნას შეუდგა და Ansa-ს ცნობით, ორი მთავარი კანდიდატი შეარჩია - ანტონიო კონტე და ლუჩანო სპალეტი. თუმცა სპალეტის ერთი პრობლემა აქვს: თუ "ნაპოლიდან" აბარგებიდან ერთი წლის განმავლობაში სხვაგან დაიწყებს მუშაობას, ნეაპოლური კლუბისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს. ამიტომ თქვა "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, რომ ლუჩანო შემოქმედებით შვებულებაში იმყოფება.

აგრეთვე განიხილება ფაბიო კანავაროს, დანიელე დე როსის და მასიმილიანო
ალეგრის კანდიდატურები.

ასევე დაგაინტერესებთ