კუადრადო "იუვენტუსს" მალე დატოვებს

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ "იუვენტუსის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, - იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა "ტვიტერით".

კუადრადო კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე შეთავაზებას არ დაელოდება და ახალი კლუბის მოძებნას დაიწყებს.

კოლუმბიელს "იუვენტუსთან" კონტრაქტი ივნისის ბოლოს დაუსრულდება და ტურინული კლუბი დაემშვიდობება. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 5 მილიონი ევროა.

კუადრადო "იუვეში" 2015 წელს გადავიდა, მის შემადგენლობაში ხუთჯერ მოიგო სკუდეტო, სამჯერ - თასი და ორჯერ - სუპერთასი, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე 41 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სამგურალი რას უყურეებს?
beqa
21:06 04-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული