ცნობილია, რა პერიოდი გაუცდება ავტოავარიაში მოყოლილ ჩირო იმობილეს

AutoSharing Option
italy24-ის ცნობით, ავტოავარიაში მიღებული დაზიანებების გამო "ლაციოს" ფორვარდი ჩირო იმობილე დაახლოებით 15 დღე იუქმებს.

მოგეხსენებათ, "ბიანკოჩელესტეს" შემტევი რომში ავტოავარიაში მოყვა.

ფეხბურთელის ავტომობილი Land Rover Defender-ი, რომელშიც აგრეთვე მისი ორი ქალიშვილი იმყოფებოდა, ხიდის გადაკვეთისას ტრამვაის შეეჯახა.

იმობილეს ქალიშვილები არ დაზიანებულან, თავად ჩიროს კი ხერხემალი დაუზიანდა და ნეკნი აქვს გატეხილი, ხოლო ტრამვაის რამდენიმე მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოცემის ცნობით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ტრამვაი ლიანდაგიდან გადავიდა. იმობილემ განაცხადა, რომ ტრამვაიმ წითელ შუქზე გაიარა და ავტოავარიაში დამნაშავე არაა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ასეა თუ ისე, ლაციოს ესარგებლა ნაპოლის მცირე ჩავარდნით და თუნდაც 10 ქულით მიახლოებოდა უკვე ზღაპარია.
ირაკლი
20:06 17-04-2023
0
თუ ნეკნი აქვს გატეხილი 2 კვირაში როგორ მორჩება?
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
16:43 17-04-2023
1

სიახლეები პოპულარული