პაულო დიბალა "იუვენტუსისგან" 50 მილიონს მოითხოვს

AutoSharing Option
"რომას" თავდამსხმელმა პაულო დიბალამ თავის ყოფილ გუნდ "იუვენტუსს" სასამართლოში უჩივლა.

Corriere della Sera-ს ცნობით, გასულ წელს დიბალამ "იუვენტუსთან" კონტრაქტის ხუთი წლით გაგრძელებაზე მიაღწია შეთანხმებას, მაგრამ შემდეგ ტურინულმა კლუბმა გადაწყვიტა, მასთან თანამშრომლობა არ გაეხანგრძლივებინა.

ამიტომ დიბალა 50 მილიონ ევროს მოითხოვს - თანხაში სხვაობას "იუვეს" მიერ დაპირებულ ხუთსეზონიან და "რომასთან" გაფორმებულ სამსეზონიან ხელშეკრულებას შორის.

არგენტინელი ტურინულ გუნდში 2015-22 წლებში თამაშობდა, მის რიგებში ხუთჯერ მოიგო სკუდეტო, "რომაში" კი 2022 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.