"არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩვენ ძალიან შეზღუდული ვართ თავდამსხმელის პოზიციაზე." - მანჩინი იტალიის ნაკრების შესახებ

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ სერია "ა"-ს წამყვან გუნდებში იტალიელი ფეხბურთელების ნაკლებობაზე ისაუბრა.

"ჩვენ (იტალიის ნაკრები) გაცილებით ცუდ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი). არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან შეზღუდული ვართ თავდამსხმელის პოზიციაზე.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ჩვენი სამი გუნდი გავიდა, თუმცა ჯამში მაქსიმუმ 7-8 იტალიელი თუ ეყოლებათ შემადგენლობაში. ეს არის რეალობა.

იტალიაში ფეხბურთს 3-4 საათი ქუჩებში ვთამაშობდით, შემდეგ კი ვარჯიშზე მივდიოდით. ახლა სიტუაცია შეიცვალა. შემთხვევითობა არ არის, რომ ახალი სახელები, ვარსკვლავები ისეთ ქვეყნებში ჩნდებიან, როგორებიც არიან:
ურუგვაი, არგენტინა, ბრაზილია. ამ სახელმწიფოებში ჯერ კიდევ თამაშობენ ქუჩებში" - განაცხადა რობერტო მანჩინიმ.

შეგახსენებთ, იტალიის ეროვნული ნაკრები 23 მარტს ევრო 2024 წლის შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში ინგლისს დაუპირისპირდება.

მოამზადა ალექსანდრე თვალავაძემ

alt"გეტყვით, როგორ შევაჩერებთ კვარაცხელიას" - რა იდეა ჰქონდა მანჩინის?

altმანჩინი: ვინ მოიგებს სკუდეტოს? - "ნაპოლი" განსაკუთრებულ ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაშია

altინფორმაცია დადასტურდა - ინგლისის ნაკრების მწვრთნელი კვლავ საუთგეიტი იქნება