"ბრენტფორდმა" აივან ტოუნის შემცვლელი უკვე შეიძინა

AutoSharing Option
"ბრენტფორდმა" "ბრიუგედან" 22 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი იგორ ტიაგო 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა.

ფეხბურთელი პრემიერლიგის ბინადარ გუნდს 2024 წლის 1-ელი ივლისიდან შეუერთდება.

მან კლუბში ლიდერი აივან ტოუნი უნდა შეცვალოს, რომელიც ზაფხულში, დიდი ალბათობით, ნავსაყუდელს გამოიცვლის.

ტიაგომ მიმდინარე სეზონში "ბრიუგეს" ფორმა ყველა ტურნირზე 40 შეხვედრაში მოირგო და 26 გოლი გაიტანა.