სენსაცია - "მანჩესტერ სიტი" "ვულვზთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის მე-7 ტურში "მანჩესტერ სიტი" "ვულვზს" ესტუმრა და 2:1 დამარცხდა.

მე-13 წუთზე რუბენ დიაშმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, პირველი ტაიმში "ქალაქელებმა" მეტოქის კარში ზუსტად ვერ დაარტყეს.

მეორე ნახევარში გვარდიოლას გუნდმა მოუმატა, 58-ე წუთზე ხულიან ალვარესმა გაათანაბრა, 68-ე წუთზე ჩანმა "ვულვზი" კვლავ წინ გაიყვანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, "მანჩესტერ სიტი" მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. "ქალაქელები" სატურნირო ცხრილში 18 ქულით პირველ ადგილზე არიან. გვარდიოლას გუნდი მორიგ მატჩს 4 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "ლაიპციგის" წინააღმდეგ გამართავს.

"ვულვზი" 7 ქულით მე-13 ადგილზეა,
გარი ო'ნილის გუნდი 8 ოქტომბერს "ასტონ ვილას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
პირველად პრემიერლიგაში დამარცხდა,თორემ სეზონში თასზეც წააგეს უკვე
BOSS
13:55 01-10-2023
0
ოქლაქი "ტასო ბებია" რატო არ თამაშობდა? ან თუ თამაშობდა გამომრჩა?
2

სიახლეები პოპულარული