"არ ვიცი, რატომ არ გამოსდით ჩემს ფეხბურთელებს" - ერიკ ტენ ჰაგი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა აღნიშნა, რომ "ეშმაკების" მოთამაშეები ადამიანები არიან, არა რობოტები და ის შედეგის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. 

"მე გუნდზე ზეწოლას ვახდენ და მათ მოთხოვნებს ვუყენებ, თუმცა ფეხბურთელები ადამიანები არიან, რობოტები არა. რატომ არ გამოსდით ისე თამაში, როგორც გვინდა? არ ვიცი, ამის გაგებას ვცდილობ, ვცდილობ გამოსავლის პოვნასა და ჩემი მოთამაშეების მოტივირებას," - თქვა ნიდერლანდელმა. 

ტენ ჰაგის გაწვრთილმა გუნდმა ზედიზედ სამი თამაში წააგო. ბოლოს, მანჩესტერელები ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნის" წინააღმდეგ დამარცხდნენ (3:4). დღეს, 23 სექტემბერს, "იუნაიტედი" შინ "ბარნლის" შეხვდება.
ასევე დაგაინტერესებთ