"რონალდოს "მანჩესტერში" დაბრუნება შეცდომა იყო" - სოლსკიაერმა პორტუგალიელ ვარსკვლავზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა The Athletic-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "წითელ ეშმაკებში" კრიშტიანო რონალდოს დაბრუნების პერიოდი გაიხსენა და ამას შეცდომა უწოდა.

"2021 წლის დეკემბერში პრემიერ ლიგაში პირველ ადგილს ვიკავებდით, რის შემდეგაც კრიშტიანო რონალდო, რაფაელ ვარანი და ჯეიდონ სანჩო დავიმატეთ, რაც ტიტულისთვის ბრძოლაში დამატებით ძალად მიგვაჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ გამოვიდა.

რონალდოს ტრანსფერი? - ძალიან რთული იყო, რომ მის გადმოსვლაზე უარი გვეთქვა და ვგრძნობდი, რომ ის ჩვენთან უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისი დაბრუნება არასწორი აღმოჩნდა", - თქვა სოლსკიაერმა.

შეგახსენებთ,
რომ კრიშტიანომ 2022 წლის ნოემბერში პირს მორგანს სკანდალური ინტერვიუ მისცა, რის შემდეგაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა და "ალ ნასრიში" გადაბარგდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაშინ სიტი და ბარსელონა ეპატიჟებოდა. უნდა სხვაგან წასულიყო
იმერელი
18:53 20-09-2023
1

სიახლეები პოპულარული