ჰოლანის ჰეთ თრიკი და საგოლე პასი - "მანჩესტერ სიტიმ" "ფულემი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის მე-4 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ფულემს" უმასპინძლა და მეტოქე 5:1 დაამარცხა.

მატჩი "ქალაქელების" უპირატესობით დაიწყო და ერლინ ჰოლანის პასით ანგარიში ხულიან ალვარესმა გახსნა, გატანილი გოლიდან 2 წუთში ტიმ რიმმა სხვაობა აღადგინა. ტაიმის მიწურულს ნათან აკემ საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში კი ერლინ ჰოლანის დრო დადგა, ნორვეგიელმა ფორვარდმა 3 გოლის გატანა მოახერხა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

ამრიგად, 4-დან 4 მოგებით "სიტი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 1-ელ ადგილს იკავებს. პეპ გვარდიოლას გუნდი მორიგ მატჩს 16 სექტემბერს "ვესთ ჰემის" წინააღდეგ
გამართავს.

"ფულემი" 4 ქულით მე-13 ადგილზეა. ლონდონელები 16 სექტემბერს "ლუტონს" შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული