"მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ალ ნასრიში" კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდა

AutoSharing Option
30 წლის ბრაზილიელი მცველი ალექს ტელეში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ალ ნასრიში" გადაბარგდა.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 4 მილიონ ფუნტს გადაიხდის.

სამხრეთ ამერიკელმა ახალ გუნდს ბედი 2 წლით დაუკავშირა, მისი ხელფასის ოდენობა კი არ გაჟღერებულა.

შეგახსენებთ, რომ ტელეში კრიშტიანო რონალდოს შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელიც "წითელი ეშმაკებიდან" "ალ ნასრიში" გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაკმუსივითაა-30 წლამდე ფეხბურთელი, საუდის არაბეთში რომ გადავა სათამაშოდ, იმას ფეხბურთელის წოდება უნდა ჩამოართვა და ვაჭარი უწოდო. რამ უნდა მოგხიბლოს მანდ, ფულის გარდა?! იგივე იყო ჩინეთის ჩემპიონატი. ამ ბოლო დროს, ჩინელები მიხვდნენ,რომ ფულის უაზრო ყრა იყო და შეეშვნენ.
ციციკორე
06:42 24-07-2023
0

სიახლეები პოპულარული