პირველი წინადადება უარყოფილია - "ინტერს" ონანას სანაცვლოდ უფრო მეტი სურს

AutoSharing Option
ჟურნალისტ ალფრედო პედულას ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ინტერს" მეკარე ანდრე ონანას სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო, პლუს 5 მილიონი კი ბონუსების სახით შესთავაზა, თუმცა მილანელებისგან უარი მიიღო.

"ნერაძურის" უნდა, რომ კამერუნელი 50+10 მილიონ ევროდ გაასხვისოს. ჯერჯერობით უცნობია, გაზრდის თუ არა "წითელი ეშმაკები" პირველ წინადადებაში დასახელებულ თანხას.

შეგახსენებთ, რომ ონანა გასულ ზაფხულს "ინტერში" თავისუფალი აგენტის სტატუსით "აიაქსიდან" გადაბარგდა.

რამდენიმე კვირის წინ იწერებოდა იმის შესახებაც, რომ "სან სიროზე" კამერუნელის შემცვლელი შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილი ყოფილიყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული