"არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა

AutoSharing Option
30 წლის ასაკში ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

ინგლისელი შუახაზელის ბოლო კლუბი დანიური "ორჰუსი" გახლდათ, სადაც გასულ სეზონში 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

უილშირი საფეხბურთო საზოგადოებამ "არსენალიდან" გაიცნო, სადაც 2008-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა. მას კარიერის განმავლობაში ასევე "ბორნმუთის", "ვესტ ჰემისა" და "ბოლტონის" ფორმაც მოურგია.

ჯეკმა ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურა 34 შეხვედრაში მოირგო და 2 გოლი გაიტანა.