"სიტი" მზადაა მაჰრეზის თაობაზე წინადადებები მოისმინოს

AutoSharing Option
Give me Sport-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტი" მზადაა რიად მაჰრეზის თაობაზე წინადადებები მოისმინოს. წყაროს თანახმად, "ქალაქელები" ფეხბურთელის გაყიდვაზე წინააღმდეგი არ არიან.

შეგახსენებთ, ალჟირელი ფეხბურთელის სახელი იტალიურ "მილანს" დაუკავშირეს, ტრანსფერის ფასი 40 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს, "როსონერი" ფეხბურთელს წელიწადში 6 მილიონ ევროს სთავაზობს.

"სიტის" შემადგენლობაში რიადმა ამ სეზონში მონაწილეობა 43 შეხვედრაში მიიღო დათავი 23 გოლითა და 9 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით