უკრაინელი ზინჩენკოს კაპიტნობით - "სიტი" თასის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ინგლისის თასის 1/8-ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „პიტერბორო“ 2:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მასპინძლებმა მრისხანე მეტოქეს ერთი საათი გაუძლეს, შემდეგ კი „სიტიმ“ მეტოქის გატეხა მოახერხა. გოლები მარეზმა და გრილიშმა გაიტანეს. ორივეს პასი ფოდენმა გაუკეთა.

„ქალაქელებს“ უკრაინელმა ოლეკსანდრ ზინჩენკომ უკაპიტნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მატჩის წინ ზინჩენკომ და „პიტერბოროს“ გუნდის თავმა ფრენკი კენტმა მოედანზე უკრაინის დროშა გაიტანეს.

„ჩვენმა კაპიტანმა ფერნანდინიომ კაპიტნის სამკლავურის ზინჩენკოსთვის გადაცემა გადაწყვიტა, რათა ეჩვენებინა, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინაში სიტუაცია. ამ ჟესტის უკან მთელი გუნდი დგას“, - განაცხადა „სიტის“ მწვრთნელმა
პეპ გვარდიოლამ.

სხვათა შორის, ფერნანდინიო 8 წელი დონეცკის „შახტარში“ თამაშობდა.

პიტერბორო. „ლონდონ როუდი“. 13 405 მაყურებელი
პიტერბორო - მანჩესტერ სიტი 0:2
გოლები: 0:1 მარეზი (60), 0:2 გრილიში 67)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული