"ვესტ ბრომვიჩმა" სლავენ ბილიჩი გადააყენა

AutoSharing Option
ამ სეზონში პრემიერლიგის პირველი მწვრთნელი დაითხოვეს სამუშაოდან.

"ვესტ ბრომვიჩმა" "მანჩესტერ სიტისთან" ფრედ დასრულებული გასვლითი მატჩის (1:1) შემდეგ სლავენ ბილიჩთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

13 ტურის შემდეგ "ვესტ ბრომვიჩი" 7 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

ბილიჩი "ვესტ ბრომვიჩს" 2019 წელს ჩაუდგა სათავეში, იქამდე კი ინგლისში ორი წლის განმავლობაში "ვესტ ჰემს" წვრთნიდა.