ვან დეიკი: კარგად ვერ ვთამაშობდი და აკადემიიდან კინაღამ დამითხოვეს

AutoSharing Option
"ლივერპულისა" და ნიდერლანდების ნაკრების მცველმა ვირგილ ვან დეიკმა გაიხსენა, რომ ფეხბურთის აკადემიიდან გაშვებას უპირებდნენ.

"მე "ვილემ II"-ის აკადემიაში 10 წელი ვთამაშობდი. დაახლოებით 16 წლის ასაკში აკადემიიდან გარიცხვის პირას ვიყავი. კარგად ვერ ვთამაშობდი და ხშირად სათადარიგოთა შორის ვიყავი.

ზაფხულში უცბად ტანი ავიყარე, რის შემდეგაც ყველაფერი კარგად წამივიდა. ვინაიდან სიმაღლეში სწრაფად ვიზრდებოდი, საზარდულის ტრავმა მქონდა, მაგრამ ვპროგრესირებდი.

იმისათვის, რათა იქ აღმოვჩენილიყავი, სადაც დღეს ვარ, ბევრს ვშრომობდი", - გაუმხილა ვან დეიკმა Sky Sports-ს.

"ლივერპულამდე" ვან დეიკი "გრონინგენის", "სელტიკისა" და "საუთჰემპტონის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული