ალან შირერი: "ლივერპული" ღირსეული ჩემპიონი ვერ გახდება

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალან შირერმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების მატჩების შედეგების გაუქმების იდეაზე გააკეთა კომენტარი.

"თუ სეზონი მართლაც არ დასრულდა, ჩემპიონი ვერ გამოვლინდება. ეს ზოგიერთი კლუბისთვის და პირველ რიგში, "ლივერპულისთვისაა" მკაცრი, მაგრამ მე ამ გუნდისთვის ტიტულის ღირსეულად მინიჭების გზას ვერ ვხედავ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ დაეწევა.

ტროფეის მოსაპოვებლად 6 ქულა სჭირდებათ, თუმცა ეს 6 ქულა ჯერ ვერ მოიპოვეს. ამ მიზეზით სეზონი ჩატარებულად არ უნდა ჩაითვალოს", - განუცხადა შირერმა "სანს".