თითქმის 1 წელი საშინაო მატჩის მოგების გარეშე

AutoSharing Option
16 დეკემბერს, ინგლისის ''ჩემპიონშიპის'' 22-ე ტურის შეხვედრაში ''სანდერლენდი'' საკუთარ მოედანზე ''ფულემს'' დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ''შავ კატებს'' საშინაო შეხვედრა 364 დღეა უკვე არ მოუგიათ.

ბოლოს ''სთედიუმ ლაითის'' ბინადრებმა საკუთარ მოედანზე 2016 წლის 17 დეკემბერს, დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით გაიმარჯვეს.

საინტერესოა, რომ მატჩზე დასასწრები 28,000 ბილეთი უკვე გაყიდულია, რაც მიმდინარე ჩემპიონშიპში რიგით მე-3 შედეგია.

''სანდერლენდი'' ''პრემიერლიგიდან'' გასულ სეზონში გავარდა და არდამაჯერებელ ასპარეზობას ინგლისის რანგით მე-2 დივიზიონშიც განაგრძობს.

კრის კოულმენის კლუბი 15 ქულით ბოლოსწინა, 23-ე  ადგილზე იმყოფება.

მომზადებულია daylimaili-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ხალხი მაინც გაქცევაზეა და მოდი აქედან ინგლისში 50000 გულშემატკივარი გავუშვათ და ის 28000 აქ ჩამოვიყვანოთ, იქნებ ჩვენდ სტადიონს ეშველოს :))
ვაუ
12:08 15-12-2017
1

სიახლეები პოპულარული