"ჩელსი" კიდევ ხუთ ფეხბურთელს იყიდის

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იმედოვნებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდს კიდევ 5 ფეხბურთელით გააძლიერებს, - ამტკიცებს Express-ი. წყაროს ცნობით, ახალი ფეხბურთელების შესაძენად იტალიელი სპეციალისტი 200 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებს.

აღნიშნავენ, რომ კონტეს სამიზნეები არიან: "არსენალის" ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, "ლესტერის" საყრდენი დენი დრინკუოტერი და "საუთჰემპტონის" სამი მცველი - ვირჯილ ვან დეიკი, სედრიკ სუარეში და რაიან ბერტრანდი.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს "ჩელსის" შემადგენლობა შეავსეს: მეკარე ვილი კაბალიერომ, მცველმა ანტონიო რიუდიგერმა, ნახევარმცველმა ტემუე ბაკაიოკომ და ფორვარდმა ალვარო მორატამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული