"ლივერპულმა" ფილიპე კოუტინიოს შემცვლელს "დორტმუნდში" მიაგნო

AutoSharing Option
"მირორის" ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ "ლივერპული" ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" გაუშვებს , მის ნაცვლად "დორტმუნდიდან" კრისტიან პულიშიჩს იყიდის.

18 წლის ამერიკელის თამაშით პირადადაა მოხიბლული ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ვინც ადრე სწორედ დორტმუნდელებს მოძღვრავდა.

პულიშიჩი "დორტმუნდში" 2016 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან გუნდის რიგებში 53 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული