"ვან გაალი დიქტატორია, მან ერთ დღეს ვარჯიშზე შარვალი ჩაიხადა, რადგან..." - ტონიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ფორვარდმა ლუკა ტონიმ მის ყოფილ მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი იტალიელს მიუნხენის "ბაიერნში" ავარჯიშებდა და ლუკამ ერთ-ერთი ვარჯიშისას მომხდარი ეპიზოდი გაიხსენა.

"ვან გაალს ცუდი ხასიათი აქვს. ლუი არასწორად ექცევა მოთამაშეებს. ის დიქტატორია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ნიდერლანდელებს ეხება.

ერთ დღეს მან გუნდს ვარჯიშზე გამოუცხადა: "თქვენ არ გაქვთ ჩემნაირი კვერცხები" და ჩაიხადა შარვალი, მაგრამ მას დიდი მუცელი ჰქონდა, ამიტომ ჩვენ მისი კვერცხები ვერ ვნახეთ", - თქვა ტონიმ.
ასევე დაგაინტერესებთ