"ბაიერნი" ზამთარში დაცვას გააძლიერებს, კვარაცხელიაზე კი ფიქრს აგრძელებს

AutoSharing Option
Bayern & Germany წერს, რომ "ბაიერნი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს.

მიუნხენელებს მარჯვენა და ცენტრალური უკანახაზელის დამატება, ასევე, ისეთი ფეხბურთელის დამატება უნდათ, რომელიც ნახევარდაცვაში გაირჯება და უკანა ხაზსაც მიეხმარება.

"რეკორდმაისტერის" თვალთახედვის არეში მარტინ სუბიმენდი და ჟოაო პალინია არიან.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "ბაიერნი" მონიტორინგს ხვიჩა კვარაცხელიაზეც აგრძელებს და შესაძლოა, ამ ტრანსფერს ზაფხულში მიუბრუნდეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბუნდესლიგა ბანძია. ან ლივერპული ან ბარსა ან არსენალი. მთავარია პსჯ ში არ წავიდეს.
ლომი
18:45 22-11-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული