მამარდაშვილზე ძვირად სხვა მეკარეს იყიდიან? "ბაიერნი" ესპანელზე გადაერთო

AutoSharing Option
იტალიელ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" "ბრენტფორდთან" მოლაპარაკებები დავიდ რაიას თაობაზე დაიწყო.

ბავარიელები გიორგი მამარდაშვილს მანუელ ნოიერის პოტენციურ მემკვიდრედ მიიჩნევდნენ, თუმცა "ვალენსიასთვის" 30 მილიონი ევროს გადახდა არ ისურვეს, ბრიტანული კლუბი კი ესპანელი მეკარის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ითხოვს. თუ ქართველს "ღამურებთან" კონტრაქტი კიდევ 3 წლის ვადით აკავშირებს, რაიასა და "ბრენტფორდს" შორის ხელშეკრულება 2024 წელს სრულდება.

"ბაიერნის" მეორე გოლკიპერის, იან ზომერის მიმართ ინტერესს "ინტერი" იჩენს. დაიწერა "ნერაძურიში" დიბუ მარტინესის გადასვლაზე, თუმცა მილანელებისთვის პრიორიტეტული სამიზნე შვეიცარიელი ფეხბურთელია.

27 წლის დავიდ რაია
"ბრენტფორდში" 2019 წლიდან თამაშობს. გერმანული პორტალი "ტრანსფერმარკტი" ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებად 30 მილიონ ევროს ასახელებს. რაიას ესპანეთის ნაკრებში 2022 წლიდან იძახებენ და "ფურია როხას" მაისურით 2 მატჩი ჩაატარა.
ასევე დაგაინტერესებთ