ული ჰიონესი: ბუნდესლიგის მოგება გაუფასურდა

AutoSharing Option
"ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი ბუნდესლიგაში კონკურენციის არარსებობის გამო უკმაყოფილოა.

"მე არ მომწონს, რომ ჩემპიონატზე გამარჯვების მნიშვნელობა ასე გაუფასურდა. ჩემთვის ბუნდესლიგის ტიტული მუდამ უპირველესი იყო.

"ბაიერნი" უახლოეს მდევარს 9 ქულით უსწრებს, მაგრამ ეს არავის უხარია. ყოველ საშუალო დონეზე თამაშის შემდეგ კი აკრიტიკებენ", - ციტირებს ჰიონესს Sport1.de.

თუ შაბათს, 31-ე ტურში, "დორტმუნდს" დაამარცხებს, "ბაიერნი" ზედიზედ მეათედ შეიძლება გახდეს ჩემპიონი.