რობერტ ლევანდოვსკი: წინასასეზონო მზადებისას ვარჯიშის დრო არ გვქონდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი გუნდის მიერ წინასასეზონო მზადების მოგზაურობაში გატარებით უკმაყოფილოა.

"შეკრების დროს ვარჯიშის საშუალება არ გვქონია. ჩვენ ბევრს ვმოგზაურობდით და ამხანაგურ თამაშებს ვატარებდით. თუმცა, ეს არასდროს გეხმარება.

მომდევნო კვირაში ცოტა დრო გამოგვიჩნდა იმისათვის, რომ ვივარჯიშოთ, რასაც წინასასეზონო მზადების დროს ვერ ვაკეთებდით", - განაცხადა ლევანდოვსკიმ Bild-თან საუბრისას.

ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელი არაა, რომელიც წინასასეზონო მზადების დროს გუნდის ხშირ მოგზაურობას აკრიტიკებს. ცოტა ხნის წინ იგივე გააკეთა "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ.

- ჯორჯო კიელინი ამერიკული ტურნეთი უკმაყოფილო დარჩა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული